|
2022-03-09 14:03:09, 671 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი ბოლო დღე-ღამეში 50-ჯერ დაბომბა
რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი, ბოლო დღე-ღამეში, 50-ჯერ დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია ხარკოვის რაიონული სამედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით წერს. „ხარკოვი მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების დაცვის ქვეშაა. მტერი არ ახორციელებს აქტიურ შეტევით ოპერაციებს, აგრძელებს სარაკეტო და ბომბდამშენებლობის თავდასხმებს ქალაქის გარეუბანში მდებარე ინფრასტრუქტურაზე. გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 50-ზე მეტი საარტილერიო დაბომბვა განახორიელეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ალექსეევკას, პიატიხატოკის, ჩრდილოეთის მაგისტრალის, ბელგოროდსკიეს გზატკეცილის, ხოლოდნაია გორას, დეგაჩის, ჩრდილოეთ და სამხრეთ სალტოვკას რაიონებში“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა. მისივე თქით, დაახლოებით 21:25 საათზე მოხდა მტრის მებრძოლებმა განახორციელეს საჰაერო იერიში რუსეთის ქლაქ ბელგოროდიდან იზუმზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, თვითმფრინავმა უკან დაიხია და საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)