21:45 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 17:31:59, 933 ნახვა

მსოფლიო
ჯანმო - უკრაინაში სასიციცხლო მარაგი იწურება, გაზრდილია თავდასხმები საავადმყოფოებსა და სასწრაფოს მანქანებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები ბოლო დღეებში გაიზარდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იწურება.

გაერომ დაადასტურა,რომ ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ სააგენტო მუშაობს უკრაინაში სამედიცინო მარაგების შესავსებად . მარაგებს შორის არის: ჟანგბადი, ინსულინი, პირადი მოხმარების საშუალები, ქირურგიული აღჭურვილობა და სისხლის მარაგი.

"წარსულმა კონფლიქტებმა დაგვანახა, რომ ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში არიან მოზარდი გოგონები, შშმ ქალები და ხანდაზმული ქალები. მათ ემუქრებათ ტანჯვა სახლის გარეთ მყოფი ადამიანებისა და შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის კუთხითაც." - თქვა ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics