21:01 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 13:19:28, 900 ნახვა

მსოფლიო
დენის შმიგალი - სანამ რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ საომარ ეკონომიკაზე გადავდივართ

ფინანსური დახმარებისთვის უკრაინის მთავრობა მოლაპარაკებებს  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ქვეყანასთან   აწარმოებს. - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.

„ასობით უცხოური კომპანია ხურავს წარმოებას და კრძალავს მათი საქონლის გაყიდვას აგრესორ ქვეყანაში. სანამ რუსეთი ყველა ფრონტზე მარცხდება, ჩვენ სწრაფად უნდა გადავიდეთ საომარ ეკონომიკაზე”, - განაცხადა პრემიერმა.

შმიგალის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დათანხმდა 639 მილიონი ევროს გადამისამართებას სხვა პროექტებიდან უკრაინის დასახმარებლად და მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო ამისთვის საჭირო დოკუმენტები. შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს გულისხმობს საჭიროებების მკაფიო დაგეგმვას, სახელმწიფომ უკვე დაიწყო საწარმოებისთვის შეკვეთების მიცემა კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ეს არ არის მხოლოდ იარაღი, ეს არის საკვები, მედიკამენტები, საწვავი და ა.შ. ჩვენ ვალდებულნი ვართ მივაწოდოთ ქვეყანას ყველაფერი, რაც მას სჭირდება. მთავრობამ უკვე შემოიღო შეზღუდვები სოციალურად მნიშვნელოვანი საქონლისა და ნედლეულის ექსპორტზე, საიდანაც ისინი იწარმოება. სასურსათო უსაფრთხოებაზე კონტროლი ახლა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - განაცხადა შმიგალმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics