|
2022-03-05 11:46:29, 690 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ შამუგია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავასს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰასან აჰმედ ალი მოჰამედ ალ მუთავასს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მიმდინარე წლის 8-10 მარტს, ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენასთან (Agriteq 2022) დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "მინისტრმა აღნიშნულ გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს აქტივობებში ჩართულობა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში დაეხმარება. ოთარ შამუგიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებს, რომელიც ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, აღინიშნა თაფლის, ღვინის, ცხვრის ხორცისა და ნატურალური წვენების საქართველოდან ექსპორტის ზრდის ტენდენციის, მეხილეობის დარგის წინსვლისა და სხვადასხვა საექსპორტო პროდუქციის წარმოების განვითარების კუთხით ქვეყნის პოტენციალის საკითხები. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა." - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)