|
2022-03-04 13:40:03, 663 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებზე თანდათან ამცირებს მოთხოვნებს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მთავარი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს, - აღნიშნულის შესახებ მან ტელემარათონის დროს ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მხარე თანდათან ამცირებს მოთხოვნებს. „მათ შეწყვიტეს საუბრი დენაციფიკაციაზე და ა.შ და დაიწყეს საუბარი, არაბლოკურ სტატუსტზე, ამ თემაზეც დიადად არ გაჩერებულან. ეს ეხებოდა უკრაინაში გარკვეული ტიპის შეტევითი იარაღის განლაგების აკრძალვას“, - აღნიშნა მან. მანვე დასძინა, რომ მოთხოვნების შემცირება აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია იაზრებს, რომ მათი პოლიტიკური მიზნების სამხედრო გზით მიღწევა შეუძლებელია. პრეზიდენტის მრჩეველმა გაიხსენა ერთადერთი შეთანხმება, რომელიც გუშინდელ მოლაპარაკებებზე იქნა მიღწეული. „იყო თეორიული შეთანხმება, მხარეთა თანხმობა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ან ჰუმანიტარული დერეფნების თაობაზე უკრაინის ქალაქებისთვის, რომლებიც ალყაში არიან მოქცეულნი და დაზარალდნენ რუსეთის შეჭრით“, - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა და ცნობილია, რომ მესამე რაუნდის თარიღი უმოკლეს ხანში ჩაინიშნება. რას ითხოვს რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებში: რეფერენდუმით საპარლამენტო დონეზე დაფიქსირებული უკრაინის ნეიტრალური სტატუსი უკრაინის მიერ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების აღიარება ადმინისტრაციულ ფარგლებში დენაციფიკაცია ყირიმის დაბრუნების საკითხი, რომელსაც უკრაინა ითხოვს, სამომავლოდ გადაიდოს უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებებისას მოითხოვდა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან აგრესორი ქვეყნის ჯარის გაყვანას.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)