11:19 - 01 Oct, 2026
|
2022-02-26 17:48:33, 594 ნახვა
მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, დიალოგზე უარის თქმის გამო, რუსულმა ჯარებმა განაახლეს მოქმედებები გეგმის შესაბამისად. „გუშინ შუადღისას, უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსეთის უზენაესმა სარდალმა და რუსეთის პრეზიდენტმა გასცეს ბრძანება რუსული ჯარების ძირითადი ძალების წინსვლის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად მოიწვია. მოგვიანებით, კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოსალაპარაკებლად მზად იყო და დიალოგი მისნკში გაიმართებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)