|
2022-02-18 20:57:25, 1442 ნახვა
სამართალი
PHR-მა კაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების მიმართ სექსუალურ შევიწროვებაზე საქმე მოიგეს
კაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმე ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მოიგო. ამბავს ორგანიზაცია თავის „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს. PHR-ის ინფორმაციით, კაცი მწვრთნელი ექვსი სპორტსმენი გოგონას, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაშია დამნაშავე. „PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე. შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი. ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც. ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)