|
2022-02-18 12:39:40, 1312 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი Snacky საქმიანობას ავითარებს
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“, საქმიანობას ავითარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს. ამასთან, პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „Snacky “მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქცია არ შეიცავს შაქარს ან რაიმე სახის დანამატს, შესაბამისად, ეს არის საქართველოში პირველი ადგილობრივად წარმოებული ნატურალური და ჯანსაღი არაქისის კარაქი. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია, საწარმოს სათანადო ინვენტარით აღჭურვას მოვახმარეთ. პარტნიორობის ფარგლებში, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავფართოვდეთ“,- აცხადებს „Snacky“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ მამულაშვილი. „საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალი ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. „Snacky“-ის არაქისის კარაქი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე. სამომავლოდ კი, კომპანია გეგმავს პროდუქცია ექსპორტზე, ევროპის ქვეყნებში, საბერძნეთსა და უკრაინაში გაიტანოს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „Snacky”-ის გუნდს. ჩვენ კი, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რაც გვჯერა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)