|
2022-02-17 11:11:09, 913 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მადერა ჯორჯია“ ქუთაისში ავეჯის ახალ საწარმოს აშენებს
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, ხის ავეჯის, დეკორატიული პანელებისა და ხის მასიური დეტალების საწარმო „მადერა ჯორჯია“ აქტიურად აგრძელებს განვითარებას. სულ მალე, კომპანია ახალი საწარმოდან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან პროდუქციას შესთავაზებს. „მადერა ჯორჯიას“ საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისა დ საწარმოო სიმძლავრის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის მიერ 2.19 მლნ.-მდე ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ახალ საწარმოს ქუთაისში აშენებს. "„მადერა ჯორჯია“ საწარმოო პროცესში საქართველოს რეგიონებში არსებული ძველი ხის სახლების მშენებლობაში გამოყენებულ მეორად მუხას მოიხმარს, კომპანიის დევიზია „ძველი ხის ახალი სიცოცხლე“. კომპანია ავეჯს, პანელებსა და პარკეტს აწარმოებს. ადგილობრივ ბაზარზე, „მადერა ჯორჯია“ არაერთ სასტუმროსა და სხვა ობიექტების პროექტებს უზრუნველყოფს ავეჯითა და სხვა ხის პროდუქციით. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად ახორციელებს ექსპორტს გერმანიაში, ჰოლანდიაში, ისრაელსა და თურქეთში”,-აცხადებს დავით ქარქაშაძე, “მადერა ჯორჯიას“ დამფუძნებელი. „საქართველოს ბანკი აგრძელებს საინტერესო პროექტების მხარდაჭერას. ჩვენი და „მადერა ჯორჯიას“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებას. „მადერა ჯორჯიას“ მიერ დამზადებულ პროდუქციას რესტავრირებული სახე აქვს, რაც დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპის ბაზარზე. კომპანიის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სამომავლოდ კი „მადერა ჯორჯიას“ მიზანია, კიდევ უფრო გაზარდოს ექსპორტი ევროპასა და ისრაელში, როგორც რაოდენობის, ისე ახალი ასორტიმენტის დამატების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვართ, ახალი საწარმო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიას ამ და სხვა გეგმების განხორციელებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)