|
2022-02-10 16:27:31, 1683 ნახვა
სამართალი
საია - ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ მოკლული 19 წლის ცოლის საქმეზე დარღვევა დაადგინა
„ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა“, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუწყება. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, 2022 წლის 10 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. შემთხვევა 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში მოხდა. მკვლელობაში დამნაშავე ყოფილი ქმარი, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი, სერგი საცერაძეა, რომელმაც სამსახურებრივი საშტატო იარაღით მეუღლე მოკლა. საია-ს ცნობით, მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა. „ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)