12:59 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 15:57:28, 1127 ნახვა

რეგიონი
უხვი ნალექის შედეგად, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ტაკიძეებში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოჯახი ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა. არსებულ მდგომარეობას, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და საკრებულოს წევრთან, მალხაზ ტაკიძესთან ერთად გაეცნო.

,,ოჯახის წევრები პირადად მოვინახულე და ადგილზე გავეცანი არსებულ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი უსაფრთხოდაა და პირველ ეტაპზე მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. მერიის შესაბამისმა სამსახურმა საკითხის შესწავლა უკვე დაიწყეს. გატარდება საჭირო ღონისძიებები და ოჯახს გაეწევა დახმარება“- განაცხადა ომარ ტაკიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics