|
2022-02-04 10:58:27, 959 ნახვა
სამართალი
მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალხინოში და სოფელ ლეხაინდრავოში. "სოფელ სალხინოში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ეზოში 69 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) იყო განთავსებული. უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი სოფელ ლეხაინდრავოშიც. ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია 58 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან, 43 ერთეული თხმელას (მურყანი) სახეობის მორი საკარმიდამო ეზოში, 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი კი, ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული. ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)