13:00 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 16:48:37, 1076 ნახვა

რეგიონი
სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შენობას უკვე შეეცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები (მეტალოპლასმაი) ხოლო  შესავლელი კარი რკინის კარით შეიცვალა,  დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.

„ამჟამად მიმდინარეობის კედლების ლესვითი და ჭერის მოწყობის სამუშაოები.

პროექტით გათვალისწინებულია სანტექნიკის, ელექტრო გაყვანილობის, სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემების, იატაკის შეცვლა. სამზარეულოს, ჭერის განახლება, გარე კიბეების და ბაქანის ბაზალტის ფილებით მოპირკეთება, ლიფტის, ცენტრალური გათბობის მოწყობა და სამღებრო სამუშაოები.

კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ტერიტორია, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს“მეტალ+“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

საბავშვო ბაღის შენობა 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვალისწინებული და ათეული წლებია კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics