|
2022-02-02 15:41:53, 1047 ნახვა
სამართალი
საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება
საქართველოს პარლამენტში გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია, როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებაზე, ასევე სტრატეგიული შეფასების ჩატარებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან გადადის ამავე სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სისტემაში. ამბის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტმა, 2017 წელს მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“. შედეგად, საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ერთ-ერთი პირველი ვალდებულება - ჩვენი გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროპულ მოთხოვნებს. ახალი კანონმდებლობა სრულად თანხვედრაშია ევროპულ მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის ადრეულ ეტაპზევე საზოგადოების ჩართულობას და ინფორმირებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც დეპუტატებს კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალები გააცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)