|
2022-02-01 11:11:26, 893 ნახვა
ეკონომიკა
2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელი გამორჩეული იყო ქართული ექსპორტისათვის. ადგილობრივი წარმოების ექსპორტი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა, პირველად გაადააჭარბა 3 მილიარდ დოლარს (3127 მლნ დოლარი) და ზუსტად 2-ჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს (1561 მლნ დოლარი). 2021 წელს, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1 142 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 124%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. მათივე ცნობით, ქართული ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. "ახალი ხილის ექსპორტის ღირებულებამ, 2021 წელს, 213 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (118 მლნ აშშ დოლარი), მანდარინი (26 მლნ აშშ დოალრი), ატამი და ვაშლატამა (29 მლნ აშშ დოლარი), ვაშლი (8 მლნ აშშ დოლარი), ხურმა და კარალიოკი (6 მლნ აშშ დოლარი), მოცვი (6 მლნ აშშ დოლარი). 2021 წელს, ახალი ბოსტნეულის ექსპორტმა 28 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათ შორის, კარტოფილი (17 მლნ აშშ დოლარი), პომიდორი (3 მლნ აშშ დოლარი), მწვანილი (4 მლნ აშშ დოლარი). კონკურენტუნარიანი ქართული აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდა თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. არსებული სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, მორგებულია ყველა იმ საჭიროებაზე, რაც პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის მუდმივად მზარდ დინამიკას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სულ უფრო მცირდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. აგროსასურსათო სექტორში, 2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი 72%-ით შემცირდა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)