|
2022-01-27 16:13:54, 810 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ
არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული ორივე პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა, რითიც სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. კახა ბაკაშვილის ადვოკატი მის 10 000-ლარიანი, ბუკრი ბაქრაძის ადვოკატი კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებული პოლიციელები დანაშაულს არ აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი სცემს მეტროში არასრუწლოვან, შშმ პირს. აღნიშნულ საქმეზე 25 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)