|
2022-01-25 12:32:53, 959 ნახვა
სამართალი
შშმ პირის ცემის ფაქტის თვითმხილველი - ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, ამის გამო პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა
პოლიციელის მიერ ისნის მეტროში შშმ პირის ცემის ფაქტის თვითმხილველი მომხდარ ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, სამართალდამცველმა არასრულწლოვანი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომის გამო სცემა. „ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის გამოც ხელით და წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა. როცა ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა „ალაპარაკება“ თავადაც ნახეთ. რასაც ვუყურებ, ამ სისტემის გამო ახალგაზრდებს უკვე ეშინიათ გარეთ გამოსვლის, სისტემა არის დასანგრევი“, - განაცხადა შემთხვევის თვითმხილველმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)