|
2022-01-10 10:26:39, 1965 ნახვა
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყება. შეგახსენეთ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 1 ოქტომბერს დაიწყო. ბრალი ექსპრეზიდენტის გარდა კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს, ზურაბ და შალვა წოწორიებს წარედგინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიება მათ მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. ერთ-ერთ ბრალდებულს ელგუჯა ცომაიას კიდევ ერთი ბრალდება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთაში დახმარებისთვის აქვს წარდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)