|
2021-12-29 14:44:28, 1555 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დუბაის „ექსპო 202“ - ზე საქართველოს ღირსეულად არის წარმოდგენილი ქართული პავილიონის სახით, რომელიც დამთვალიერებელთა შორის მაღალ ინტერესს იწვევს
„ექსპო 2020 დუბაი" - ზე საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი ქართული პავილიონის სახით, რომელიც მაღალ ინტერესს იწვევს დამთვალიერებელთა შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დუბაიში, ექსპო 2020 დუბაიზე საქართველოს ეროვნული დღის გახსნის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის" ფარგლებში, დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ზოგადად არაბულ სამყაროსთან მყარდება და საქართველოს მიმართ იზრდება ინტერესი ტურისტული, საინვესტიციო, ვაჭრობის თვალსაზრისით. „ექსპო 2020 დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ტექნოლოგიური გამოფენაა. კოვიდ პანდემიის მიუხედავად, გამოფენისადმი ინტერესმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ საკმაოდ საინტერესო პავილიონით, რომელსაც ყოველდღიურად 2 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს. საქართველოს პავილიონში წარმოჩენილია ჩვენი ქვეყნის ყველაზე უნიკალური მიმართულებები, როგორიცაა ჩვენი დამწერლობა, კულტურა, ტურისტული პოტენციალი, აგრეთვე ინოვაციებში, ტექნოლოგიებში, ენერგეტიკასა და სოფლის მეურნეობაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელთაც საქართველო სთავაზობს უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. „ექსპო 2020 დუბაიზე" ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით - ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიკური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო", - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ექსპო 2020 დუბაიში" მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)