|
2021-12-28 19:55:07, 1745 ნახვა
სამართალი
იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო ქონების მიღება, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელიც დაემატება
"სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების შემძენი იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი მაუწყებლი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პარლამენტის წევრის, ეკა სეფაშვილის განმარტებით, „იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯეროვანი დამოუკიდებლობა, საჭიროა მას საკუთრებაში, განკარგვის უფლებით გადაეცეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31-ში და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობა". „კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა. კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)