|
2021-12-27 20:36:26, 648 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ხმალაძე - უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდება
დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება 2022 წლიდან ეტაპობრივად მოხდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. უწყების ცნობით, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს აღნიშნა, მომავალ წელს ფართებით 65 ოჯახი დაკმაყოფილდება. ერთ ოჯახზე კი საშუალოდ, 25 000 აშშ დოლარია გათვალისწინებული. „2022 წელს გათვალისწინებულია 65 ოჯახის დაკმაყოფილება ბინით. ერთ ოჯახზე საშუალო დანახარჯი 25 000 აშშ დოლარი გამოდის. შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში იყოს მეტი, შეიძლება იყოს ნაკლები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაეცემა უსახლკაროს სტატუსის მატარებელს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. „რაც შეეხება თანმიმდევრობას, ვიცე-მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი აპირებს, რომ უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება რიგითობის პრინციპით მოხდეს. ირაკლი ხმალაძემ აქვე, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ მათ ექნებათ სხვა იდეა, აუცილებლად წარმოადგინონ და შეიძლება პროგრამაში გარკვეული ცვლილები შევიდეს. „რაც შეეხება თანმიმდევრობას, ჩვენი მოსაზრება ასეთია: ხალხს უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, რასაც თავისი თარიღები გააჩნია. შესაბამისად, რიგითობის პრინციპით ვფიქრობთ წასვლას, თუმცა, თუ სხვა მოსაზრება გაქვთ, მოგვაწოდეთ თქვენი იდეები. ჩვენ ამაზე ღიად ვიმსჯელებთ, შევიტანთ ცვლილებას და გარკვეულ ფაქტორებსაც გავითვალისწინებთ. შეიძლება მოხდეს პრიორიტეტების შემოღება ან დავადგინოთ გარკვეული გამონაკლისი, რომ თანმიმდევრობა სამართლიანი იყოს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა“, - წერია განცხადებაში.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)