|
2021-12-27 13:26:28, 1717 ნახვა
სამართალი
ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლოზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აღიარა
22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე აღიარა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, თანამზრახველი არ ჰყოლია და მკვლელობა ჯგუფურად არ ჩაუდენია. "ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად",- განაცხადა ჭელიძემ. მეორე ბრალდებულმა, გიორგი კავილაძემ წარდგენილი 2 ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ მისი დანასაული მხოლოდ ისაა, რომ "მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა". ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განხრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალო მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)