|
2021-12-24 11:17:13, 1568 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების მიმართულებით დაჯილდოვდა
ქალაქ თბილისში საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც BPP ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში ქედის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების მიმართულებით დააჯილდოვა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა უძღვებოდა, სპეციალური პრიზები და სიგელები - ქუთაისის, ფოთის, ხარაგაულის, სენაკის, ცაგერის, ზუგდიდისა და ქედის, ასევე, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. წელს სხვადასხვა სფეროებში, კიდევ 12- მა მუნიციპალიტეტმა შექმნა კარგი პრაქტიკა. 12 ჯილდო, კი მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ თვითმმართველობის სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს წარმატებებს, რაც ჯეროვნად უნდა იყოს აღნიშნული, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ათეა-ს ექსპერტის განმარტებით, BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 12 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა გამოავლინა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის სპეციალური ჯილდო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გადასცეს. ,,ჩემთვის სასიამოვნო ფაქტია, როდესაც 12 თვითმმართველ ერთეულს შორის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში, ქედის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების მიმართულებით დაჯილდოვდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ვაწარმოოთ და დავიცვათ თითოეული მოქალაქის უფლებები.“ - ,აღნიშნა ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)