|
2021-12-21 11:08:42, 855 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „Adapter“-ში ჩართული ქალი მეწარმეებისათვის შეხვედრა გაიმართა
„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter”-ის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალებმა მათ სასარგებლო რჩევები გაუზიარეს. შეხვედრა წინა საახალწლოდ შოპინგის გაზრდილი აქტივობის ფონზე, ციფრულ არხებში გაყვიდების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა. შეხვედრას Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში - დიანა კიღურაძე, Adapter.ge-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ფოფხაძე, Extra.ge-ს გენერალური დირექტორი, ანზორ მანწკავა და Digital Area-ს ციფრული მარკეტერი - ბექა ყაფლანიშვილი უძღვებოდნენ. უკვე რამდენიმე თვეა, „საქართველოს ბანკისა“ და Visa-ს პარტნიორობით ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს მხარდაჭერას, როგორიცაა: გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. „პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, უკვე რამდენიმე თვეა ქალ მეწარმეებს Visa-სთან პარტნიორობით ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას ვთავაზობთ. პროექტის ფარგლებში 30-მდე ქალმა მეწარმემ წარმატებით განათავსა საკუთარი პროდუქცია Extra.ge-ზე და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა მათზე ხელმისაწვდომობა. გადავწყვიტეთ, წინა საახალწლოდ ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობის საპასუხოდ, პროექტის ბენეფიციარებისთვის დამატებითი შეხვედრა გაგვემართა, სადაც მონაწილეებმა მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან ძალიან საინტერესო და სასარგებლო რჩევები მიიღეს. ჩვენი მიზანია, კიდევ მეტ ქალ მეწარმეს მივცეთ წვდომა საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსზე. გვჯერა, რომ “Adapter”-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად, ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში“, – აცხადებს რუსუდან ბარათშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)