|
2021-12-18 17:24:04, 1023 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – რატი ბრეგაძე უტიფრად საუბრობს დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა სააკაშვილის უფლებების დარღვევა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძს გუშინ ჰქონდა პროპაგანდისტული გამოსვლა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არც ადამიანის უფლებებს და არც კანონის უზენაესობას. ადვოკატის თქმით, იუსტიციის მინისტრი უტიფრათ საუბარობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა ექს–პრეზიდენტის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა. "რატი ბრეგაძე გუშინ კვლავ საუბრობდა პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე. პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას. უტიფრად საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა. რატი ბრეგაძე ახლა საუბრობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში წაიღებს ამ საქმეს და გაიმართლებს თავს. მთელმა საზოგადოებამ ვნახეთ, ვისაც ოდნავ აქვს პრეტენზია ობიექტურობაზე და ჰუმანურობაზე, რომ რაც გააკეთა პენიტენციურმა სამსახურმა, იყო ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა", – განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)