|
2021-12-17 13:36:38, 707 ნახვა
სამართალი
რატი ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 წელს დასრულდება
„საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია", – განაცხადა საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება. „ჩვენ ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)