|
2021-12-17 08:41:25, 622 ნახვა
სამართალი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს
გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. როგორც მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი 4 საათის განმავლობაში ვერ გამოიტანეს, რის გამოც, მათ კიდევ 8 საათიანი დრო დაემატათ. „ნაფიც მსაჯულებს მიეცათ დრო, 4 საათი, იმისათვისთვის რომ მიეღოთ ვერდიქტი ერთად, თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს 4 საათის განმავლობაში, შესაბამისად, მათ დაემატა დრო 8 საათი, ამ 8 საათის განმავლობაში ჩვენ ველოდებით, რომ ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ ვერდიქტს“, - განაცხადა კობიაშვილის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)