|
2021-12-16 17:18:26, 785 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია 17 მაისის დაზარალებულებზე - სტრასბურგმა გვითხრა, რომ ისინი არ არიან დაუცველები
დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპენსაციას, ჩვენი ჯიბიდან. - ასე გამოეხმაურა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სტრასბუგრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფოს იმის გამო, რომ 2013 წლის 17 მაისს აქტივისტების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. მისივე თქმით, დღეს სტრასბურგმა თქვა, რომ 17 მაისის დაზარალებულები დაუცველები არ არიან. "თვალწინ მიდგას 17 მაისს ის სახეები, თვალები, მოძრაობები, როცა სასულიერო პირები, გავეშებული უმრავლესობა და სახელმწიფო ერთად დაესხა თავს ათეულობით ადამიანს. არავის არაფერს რომ არ უშავებ და მხოლოდ არსებობის გამო სასიკვდილოდ რომ გიმეტებენ. მე თავისუფლებაზე ვიდექი და მახსოვს საკუთარი შიშიც როცა შავი აგრესიული ტალღა წამოვიდა. იმ მომენტში ამ ხალხს უთხრეს შენი არსებობა არ გვინდაო, მოგერევითო, გაგსრისავთო. და დღეს ყველას გვითხრა სტრასბურგმა, რომ არ არიან ისინი დაუცველები, სადღაც მაინც არსებობს რაღაც ინსტიტუტი, რომელიც არ დააჩაგრინებს. ზოგი წერს, რა ცუდია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთო. ცუდი, რაც მოხდა ის არის, პლიუს დიახ ყველამ უნდა გავინაწილოთ პასუხოსმგებლობა იმ სიველურის გამო, რომელსაც ამ ქვეყნის უმრავლესობა ახორციელებდა და მერე 5 ივლისსაც გაიმეორეს, იმიტომ, რომ ერთხელ გაუვიდათ. სიმართლე ვთქვათ, დიდი წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ. ამიტომ დიახ ძალიან მიხარია, რომ გადავიხდით ამ კომპემსაციას, ჩვენი ჯიბიდან". - წერს ელენე ხოშტარია.
გულშემატკივრობას საზღვარი არ აქვს - მოემზადე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად საქართველოს ბანკის Fan Card-თან ერთად
თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში მეორე შეხვედრა გორში ჩატარდა
ევროპელთა 70%-ზე მეტს ევროკავშირში საკუთარი არმიის შექმნა სურს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)