05:48 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 16:39:13, 715 ნახვა

სამართალი
შსს - მიხეილ სააკაშვილის ბიძამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, გამოკითხვაზე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, თემურ ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი გამოცხადა, შესაბამისად, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა - თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი ბიძა თემურ ალასანია საახალწლოდ საქართველოში ჩამოვიდა და დაკითხვაზე დაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
ტრამპმა პუტინთან მილიონობით ტონა დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმების შესახებ განაცხადა
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics