12:03 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 16:35:17, 733 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი - საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ცხადია ეს პრობლემა, ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში

„ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის მანძილზე დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომებმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, განაცხადა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს მსგავსად, სიღარიბის პრობლემა საქართველოშიც გაამძაფრა.

„თუმცა ასევე მართალია ისიც, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა," - განაცხადა მინისტრმა.

თუმცა, მისი თქმით, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და სიღარიბეს შემცირება მთავრობის სოციალურ - ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრალურ ამოცანად რჩება, რაც ასახულია ბიუჯეტშიც, სახელმწიფო პროგრამებშიც და საქართველოს ხელისუფლების მთელ რიგ გადაწყვეტილებებში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics