|
2021-12-15 14:18:14, 616 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - არ ველოდები, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება „ოცნებამ” მიიღო
არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა დადგება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებს. ამასთან, ადვოკატი შოთა თუთბერიძე ინსპექტორის გამოძიებას მიესალმება და ამბობს, რომ გამოძიების ეფექტურად ჩატარებისთვის ყველა გზას იღონებს. "ბუნებრივია არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისმგებლობა დადგება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება არ მიუღია ციხის რომელიმე ადმინისტრაციის თანამშრომელს ან ციხის დირექტორს, ან თუნდაც პენიტენციური სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის უფროსს - ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ამიტომ ბუნებრივია, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას მივესალმებით და ბოლომდე ვითანამშრომლებთ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ გამოძიება ჩატარდეს მაქსიმალურად ეფექტურად, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორი არ არის პოლიტიკური ხელისუფალი, მას არც ბრალის წაყენების უფლებამოსილება აქვს და არ ველოდებით, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება მოინდომებს საკუთარივე ბრძანების შემსრულებლები დასაჯოს". - განაცხადა თუთბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)