|
2021-12-15 13:41:20, 441 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისსა და არაბთა გაერთანებული საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
პირველად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე, ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა გახდა შესაძლებელი. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება. აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. პირველ რეისის 228 მგზავრი ჩამოყვა, რომელთაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-ს კომერციული დირექტორი ირაკლი ნასიძე. ქართული მხრიდან ახალ ავიაკომპანიასა და მიმართულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე, ქუთაისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, DMO Imereti-ის ხელმძღვანელი და რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,დღეს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. პირველად ისტორიაში, ქუთაისი და აბუ-დაბი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო ხაზით დაუკავშირდა. ფრენებს ასრულებს Wizz Air Abu Dhabi. პირველივე რეისს ჩამოყვა 200 ზე მეტი მგზავრი, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,იმის გათვალისწინებით,რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაემატა ახალი მიმართულება. იმედი გვაქვს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ვიზიტორები კიდევ არაერთხელ ჩამოვლენ საქართველოში,-" განაცხადა თამარ არჩუაძემ. ცნობისთვის, Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული. ავიაკომპანის ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აბუ-დაბიდან ქუთაისის მიმართულებით სიხშირეების გაზრდას გეგმავს.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)