|
2021-12-14 17:05:39, 950 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და კავშირების განმტკიცებას
„სამმხრივი ბიზნესფორუმი ის ღონისძიებაა, რომელიც ნამდვილად მოწმობს, რომ ამ სამმა ქვეყანამ შევძელით კერძო სექტორთან ერთად გაგვეძლო პანდემიის ურთულესი და კომპლექსური გამოწვევისთვის და აქცენტი გადაგვეტანა მომავალზე, რათა უფრო მეტად გავაღრმავოთ და გავააქტიუროთ ჩვენი ბიზნეს-კავშირები" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ბაქოში მიმდინარე საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. სამმხრივი ბიზნესფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წელს უკვე მეექვსედ იმართება. ფორუმში მონაწილეობს ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი სამივე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილია 20-ზე მეტი კომპანია. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ახლაც მოხერხდა მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება, რისთვისაც მან აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა. ნათია თურნავამ ფორუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის ანტი და პოსტპანდემიური გადაწყვეტილებები, მათ შორის ბიზნესის ხელშემწყობის პოლიტიკის კუთხით. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს ისტორიულად აერთიანებს სტრატეგიული, რეგიონალური ლოგისტიკური, ენერგეტიკული პროექტები და დერეფნები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება და ეს არის ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის საწინდარი. ნათია თურნავას ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია - დაწყებული სოფლის მეურნეობის წარმოებით და გადამუშავებით და დამთავრებული ქიმიური მრეწველობით, საშენ მასალათა წარმოებით, დეველოპმენტით და ა.შ. მინისტრის თქმით, ყველა ამ სფეროში გვყავს ინვესტორები ორივე მეზობელი სახელმწიფოდან და არის შესაძლებლობა, რომ მათი მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს. „მზარდია ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის სტატისტიკა, ის მიმდინარე წლის განმავლობაში ორნიშნა რიცხვითაა წარმოდგენილი როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან. ძალიან სწრაფად ხდება პანდემიის დროს დაზარალებული ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, და რა თქმა უნდა, ჩვენ, ეკონომიკური უწყებები ყველანაირად შევუწყობთ ხელს რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და კავშირების განმტკიცებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)