|
2021-12-11 11:44:54, 984 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შეხვდა. - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკის, როგორც უმსხვილესი განვითარების პარტნიორის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის პირობებში აზიის განვითარების ბანკმა გაუწია საქართველოს. აღნიშნული ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა, როგორც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსება, ისე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შეძენა. გარდა ამისა, მიმოიხილეს ქვეყნისთვის ისეთი სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობა, როგორიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის ხევი-უბისას, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთები, ბათუმის შემოვლითი გზა, ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობა აქტიურად გაგრძელდება 2019-2023 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით, საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში აზიის განვითარების ბანკის პორტფელი შეადგენს 3,92 მლრდ აშშ დოლარს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)