|
2021-12-11 11:26:56, 980 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სარა ებოტის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის სტუმრებისთვის გაცნობას მოიცავდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დამზადებული უნიკალური ქართული ღვინოები. აღნიშული ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მომხმარებლის ზრდის ხელშეწყობას. ღონისძიებას 80-მდე სტუმარი, ღვინის პროფესიონალები და მომხმარებლები დაესწრნენ, რომლებსაც ქართული ღვინო 13-მა ადგილობრივმა იმპორტიორმა გააცნო. ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის გაზრდის და დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD " 2015 წლიდან თანამშრომლობს. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციაა. 2021 წლის 11 თვეში დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 703 ათასამდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 76% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)