|
2021-12-11 10:28:50, 1008 ნახვა
სამართალი
ქობულეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქალაქ ქობულეთში, მოქალაქეს, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, სპეციალურად მოწყობილ, დახურული ტიპის შენობა-ნაგებობაში ჰქონდა განთავსებული. მათივე ინფორმაციით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს. "ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 2021 წლის ნოემბრის თვეში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით, 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქროს დემონტაჟი განხორციელდა. ამავე პერიოდში, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი და 1 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)