|
2021-12-09 12:53:38, 1008 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრ თეგეტამ“ ფონდ „მს საქართველოსთან“ ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო
„ტოიოტა ცენტრ თეგეტამ“ ფონდ „მს საქართველოსთან“ ურთიერთთანამშრომლობა დაიწყო. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა ფონდი საქართველოში 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და დაავადების მკურნალობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. თანამშრომლობის ფარგლებში ტოიოტა ცენტრი თეგეტამ ფონდს ბენეფიციარებისთვის ინჰალატორები, პულსოქსიმეტრები, სადეზინფექციო და თავდაცვის საშუალებები გადასცა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა ცდილობს იზრუნოს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე. ჩვენი და მს საქართველოს თანამშრომლობაც ამის ნათელი მაგალითია. სიამოვნებით დავთანხმდით მათ შეთავაზებას და მხარდაჭერის ფარგლებში პირველადი საჭიროების ნივთები გადავეცით. გვიხარია, რომ გარკვეულწილად წვლილი შევიტანეთ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების დახმარებაში,“ თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი. ფონდი მს საქართველო გაფანტული სკლეროზის დაავადების მქონე ათობით ადამიანს აერთიანებს და ინტენსიურად ზრუნავს მათ საჭიროებებზე. ფონდის ინიციატივით ქვეყანაში დაავადების მკურნალობის ნაწილობრივი დაფინანსება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)