|
2021-12-08 14:37:28, 827 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გაუმჯობესდა
სარეიტინგო კომპანია S&P Global-მა 8 დეკემბერს საქართველოს რკინიგზის რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და ნეგატიურიდან სტაბილურზე გადაიყვანა. განახლებული ანგარიშის მიხედვით კომპანიის რეიტინგი B+ სტაბილური გახდა. პროგნოზის გაუმჯობესება მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის სტაბილურმა ზრდამ და გაუმჯობესებულმა საოპერაციო მაჩვენებლებმა განაპირობეს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია 2021 წელს განხორციელებული რეფინანსირება, რის მიხედვითაც საქართველოს რკინიგზამ სასესხო ხარჯი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს რეიტინგი BB ,,ნეგატიურია“ და კომპანიის რეიტინგის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა სუვერენულ რეიტინგს ენიჭება, რკინიგზის ბოლო დროინდელი წარმატებული ოპერაციების შედეგად, სარეიტინგო ორგანიზაციამ პროგნოზი მაინც გააუმჯობესა. შეგახსენებთ, რომ S&P Global-ი რამდენიმე ათწლეულია საერთაშორისო ბაზრებზე ინვესტორების ერთ-ერთი ფავორიტი სარეიტინგო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ურყევი რეპუტაციით სარგებლობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)