10:48 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-08 11:13:06, 666 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა იმ ბიზნესების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის სფეროში საქმიანობენ. უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო პროექტში, ერთ-ერთი კი ეკოლოგიურად სუფთა თოჯინების სახელოსნო „ხელნაკეთი თოჯინები ლილეა“.

2011 წლიდან, კომპანია როგორც ანტიალერგიული მასალისგან დამზადებულ საბავშვო სათამაშოებს, ასევე თოჯინა-სუვენირებს და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთებს აწარმოებს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით,  სუვენირების მაღაზიებში და კომპანიის Facebook გვერდზე. ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, Etsy.com და ebay.com პლატფორმებზე.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის პროდუქტის წარმოებაა. პროგრამის ფარგლებში ბიზნეს გეგმის სწორად ჩამოყალიბებასა და წარმოების გაზრდაზე ვმუშაობთ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და განვითარებაში გვეხმარება“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, ცირა პავლიაშვილი

განსაკუთრებული პოპულარობით კომპანიის მიერ წარმოებული თოჯინა-სუვენირები სარგებლობს - სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, რომლებიც კარგად წარმოაჩენენ ეროვნულ ხასიათს, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

„მომხმარებელს კონკრეტული ადამიანის ან პერსონაჟის პროტოტიპ თოჯინებსაც ვთავაზობთ, მიმსგავსებული ხასიათით, ტანსაცმლით, ვარცხნილობითა და აქსესუარებით. ასეთი ორიგინალური საჩუქარი უემოციოდ არ ტოვებს არც ერთ ადრესატს. მოხარული ვართ, რომ პროგრამაში მონაწილეობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქცია და გავუზიაროთ ეს ემოციები. წარმოების გაზრდა, მეტი ადამიანის დასაქმება, ადგილობრივ ბაზარზე მეტი პროდუქციის განთავსება და ქართული ნაწარმის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია - ეს ის მიზნებია, რომელის მიღწევაშიც „საქართველოს  ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთობლივი პროექტი გვეხმარება  “, - დასძენს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics