|
2021-12-06 15:50:25, 644 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება
მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება გულისხმობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს. „მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მთვარ მიმართულებას. პირველი ესაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამები სამეწარმეო მიმართულებით და ასევე, კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. იცით, რომ სწორედ კაპიტალურ ხარჯებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული როგორი ზრდა ექნება ქვეყანას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში. ამ მიმართულებით, კაპიტალური ხარჯები გვაქვს 9,1% მშპ-სთან მიმართებით, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი გასულ წლებში ჰქონია ქვეყანას. ძირითადი ნაწილი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, რეგიონალურ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას. შესაბამისად, ცალსახად იკვეთება ის, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მეორე - ესაა ჯანდაცვის სექტორი, რომელიც გარკვეულწილად, პასუხობს პირველ საკითხსაც - ეკონომიკურ ზრდასაც. პანდემია და პანდემიიდან გამომდინარე გაურკვევლობა, არის ყველაზე დიდი რისკი, რაც შეიძლება მომდევნო წლებში ჰქონდეს ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჯანდაცვის ხარჯები ასახულია ბიუჯეტში. გარდა ამისა, არის სოციალური მიმართულება და ზრდა გათვალისწინებულია, როგორც პენსიების, ისე სოციალური და მიზნობრივი დახმარებების ნაწილში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, დღეს ყველა ქვეყანა დგას გამოწვევების წინაშე. „პანდემიის გათვალისწინებით, ვხედავთ სწრაფად ცვალებად გარემოს. ამ კუთხით, პროგნოზირებადობა შემცირებული გვაქვს, თუმცა თუ გადავხედავთ მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური მდგომარეობა ქვეყანასა და მსოფლიოში არ არის დასრულებული და იმის პერსპექტივა, რომ მომდევნო წელს ის დასრულდება, ნაკლებია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)