|
2021-12-06 11:29:57, 743 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მომავალ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიულ მაქსიმუმს, 5 500 დოლარს მიაღწევს
ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, ბიუჯეტი 1 310 000 000 ლარით გაგვეზარდა, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ქვეყნის მთლიანი ვალი 51,1%-მდე მცირდება და 2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. „ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 310 000 000 ლარით. ასევე, ვალის შემცირება მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ჩვენი საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51.1%-მდე, ამას გარდა, მთლიანი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი, ჩვენ 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 550 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4.2% და მთავრობის ვალი 51.1% იქნება 2022 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)