|
2021-12-03 15:04:46, 819 ნახვა
ეკონომიკა
„Galt & Taggart”-მა უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა
Galt & Taggart-ი მრავალფეროვანი მომსახურებებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად კომპანიამ უძრავი ქონების სექტორში 2021 წლის უმსხვილესი M&A გარიგება განახორციელა. Galt & Taggart-ის ჩართულობით, Georgia Capital-მა 30 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კომერციული უძრავი ქონებების პორტფელი გაყიდა. უფრო კონკრეტულად, ტრანზაქციის დასაწყისიდან მის დასრულებამდე, Galt & Taggart-მა Georgia Capital-ს შერწყმა-შეძენასთან (M&A) დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება გაუწია, რაც გულისხმობდა მხარდაჭერას აქტივების შეფასების, ინვესტორთა ბაზის იდენტიფიცირების და აქტივების მეშვეობით პოტენციურად ბიზნესის/კომერციული საქმიანობის განხორციელების გეგმის შექმნასა და ჩამოყალიბების პროცესებში. ასევე, მხარდაჭერას მარკეტინგული დოკუმენტაციის მომზადებაში, შერჩეულ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმართვასა და ტრანზაქციების დახურვაში. აღნიშნული ერთ-ერთი უმსხვილესი M&A ტრანზაქციაა ადგილობრივ ბაზარზე. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით წარმატებით განხორციელდა მსგავსი მასშტაბის M&A გარიგება. როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე უცხოელ ინვესტორთათვის, აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Galt & Taggart-ის სანდოობას ფინანსური კონსულტაციების კუთხით. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ქვეყანაში M&A მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების განვითარებას. Galt & Taggart-ი აგრძელებს მომხმარებლისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, იქნება ეს ინვესტიციებისა და აქტივების მართვის, ფინანსური კონსულტაციების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებებით თუ სხვა“, - აცხადებს Galt & Taggart-ის მმართველი დირექტორი, ოთარ შარიქაძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)