|
2021-12-03 11:19:10, 1003 ნახვა
სამართალი
თბილისში „აიპლუსის“ გაქურდვის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.მ მაღაზია “აიპლუსის” გაქურდვის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ხოლო 2000 წელს დაბადებული თ.რ. ამავე დანაშაულშია მხილებული. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მ.მ.-მ და თ.რ.-მ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით დააზიანეს ტექნიკის მაღაზია “აიპლუსის” შესასვლელი, უკანონოდ შეაღწიეს სავაჭრო ობიექტში და მართლსაწინააღმდრგოდ დაეუფლნენ დაახლოებით 17 000 ლარის ღირებულების მობილურ ტელეფონებს. ჩატარებული ოპერატიული და საგამძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. დანაშაულში მხილებული მეორე პირის - თ.რ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ქურდობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის “ა” და “ბ” და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)