|
2021-12-02 13:26:21, 999 ნახვა
სამართალი
ბექა ბასილაია პროკურორს - „ბრალდებულო სააკაშვილოს” თქმისთვის, რამდენ პრემიას ელოდებით?
ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? . - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა საქმის პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილს. ამასთან ბექა ბასილაია პროკუროს ეკითხება უღირს თუ არა ის პრემია, რასაც ის ამ განცხადებისთვის მიიღებს. „ბატონო არჩილ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, ამ განცხადებისთვის, რომ გეთქვათ, „ბრალდებულო სააკაშვილო“, თქვენ რამდენ პრემიას ელოდებით? თქვენ ამისთვის ხართ ამ პროცესზე, რომ გეთქვათ „ბრალდებულო სააკაშვილო“, მე მინდა თქვენ გკითხოთ, განა გიღირთ ის პრემია, რომელსაც ელოდებით ამ განცხადებისთვის? როდესაც პოლიტიკური სიო სხვაგან უბერავს, თქვენი სამართლებრივი პროცესი იცვლება და მორალის კითხვის უფლება თქვენ არ გაქვთ,“- მიმართა ბასილაიამ პროკურორს. ცნობისთვის, პროკურატურა ექს–პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)