18:38 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 12:38:30, 510 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები პროკურორ გიორგი მუჯირის აცილებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებმა ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე პიჯაკები მიიტანეს. ისინი პროკურორ გიორგი მუჯირის აცილებას ითხოვენ.

უფლებადამცველები შუამდგომლობის არგუმენტად მედიაში გავრცელებულ ინტერვიუს ასახელებენ, სადაც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ნიკა გვარამიას განცხადებით, გვარამიას მუნჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"როდესაც ხარჯებში შევდივართ და ახლაც იყო ხაზგასმა, რომ ეს არ არის პიჯაკის საქმეო, კი, ამ პიჯაკის საქმეა, ეს არის ერთ-ერთი ექვსიდან, რომლისთვისაც პრეზიდენტს ასამართლებთ.

თქვენ ამ საქმეში ხარჯები დიფერენცირებული არ გაქვთ. თქვენ ამ საქმეში თაიგულებზე ასამართლებთ პრეზიდენტს და თუ გაქვთ სამართლებრივი კომპეტენცია, მაშინ კეთილი გენებათ და გეთქვათ, ბოტოქსებზე აქვს ბრალდება წარდგენილი და არა პიჯაკებზე, არა თაიგულებზე...მარა ესე არ გაგიკეთებიათ იცით რატომ? სამართლებრივი თვალსაზრისით, ხარჯების თვალსაზრისით, იქნება ეს ბოტოქსი, თუ პიჯაკები, იყო აბსოლუტურად იდენტური...  ამიტომ ვართ პოლიტიკურ პროცესზე და არა სამართლებრივზე და ამიტომ წარმოადგენთ თქვენ პროპაგანდას და არა სამართლებრივ ბრალდებას " აცხადებს ბასილაია.

აღნიშნულ შუამდგომლობას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში. ​პროკურორების განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რაც მოსამართლემ არ უნდა დააკმაყოფილოს.

„მათ სურთ, აღქმა გააჩინონ, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი არის დიდი. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და ჩემი მხრიდან რომ საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვეში ვიზიტიც არ ჰქონდა და იღებდა ფუფუნების საგნებს, ეს თუ მორალურად უქმნით დისკომფორტს, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტები. ეს არ არის ის, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რატომ სამართლდება მიხეილ სააკაშვილი და არა პიჯაკები, რაც მთლიანი თანხის 0.5 პროცენტია". - გნაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

ცნობისთვის, პროკურატურა ექს–პრეზიდენტს და მასთან ერთად ბრალდებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
ოსტინი - აშშ უკრაინას კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics