|
2021-11-29 12:46:54, 917 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა
7 ნოემბრის საქმიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის აცილებას ნიკა გვარამიას იმდროინდელი თანამდებობის მოტივით ითხოვდა. „განსხვავებული პოზიცია არ გვქონია. მე-60 მუხლის თანახმად განვმარტავთ, რომ აცილება არ იქნება დაკმაყოფილებული. როცა დაიწყო საქმის განხილვა და აქამდე მოყოლებული ყოფილიყავით ზედამხედველი. ჩვენ წინასწარ ვერანაირ შეფასებებს მოწმეთა ვერც ერთ შეფასებაზე ვერ გავაკეთებთ. მე-60 მუხლის გათვალისწინების საკითხზე ამ საქმეში სასამართლო იმას გულისხმობს, რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ“, - განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა. ამასთან, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა არ იკვეთება. „კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)