|
2021-11-25 11:53:21, 927 ნახვა
სამართალი
ფრიდონ ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს: სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ კიდევ გამრავლდეთ? მე ვისურვებდი
"ევროპელი სოციალისტების" დეპუტატი, ფრიდონ ინჯია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენადი მაკარაძეს კითხვით მიმართავს აპირებს თუ არა სამზე მეტი შვილის ყოლას. ამის შემდეგ დეპუტატმა იკითხა, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია მოსამართლეს ქორწინების ზღვრული ასაკის დაწევა. ფრიდონ ინჯია: ბატონო გენადი, თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი. გენადი მაკარაძე: ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის… ინჯია: გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას კიდევ… მაკარაძე: მადლობა. ინჯია: მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის, ზღვრული ასაკი ქორწინების რამდენად მიგაჩნიათ შეიძლება შემცირდეს ერთი წლით მაინც? მაკარაძე: არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი, საკმაოდ გონივრულია. ქორწინება ეს ბევრ სოციალურ საკითხს… ინჯია: მადლობა, ბატონო გენადი, თქვენ ბრძანეთ "არა". გასაგებია… ცნობისთვის ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)