|
2021-11-24 22:39:45, 1174 ნახვა
სამართალი
7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეზე
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“.- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დამნაშავედ კი მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. ეს მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე. მსჯავრდებული 24 წლისაა. 14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და ნინის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)