|
2021-11-22 12:39:17, 1019 ნახვა
სამართალი
დამოუკიდებელმა იურისტებმა სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჯაროებაზე უარი სასამართლოში გაასაჩივრეს
2021 წლის 15 ოქტომბერს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2018 წლის 5 იანვარს გამოტანილი განაჩენის გადმოცემა, რომლის მოწოდებაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით გვეთქვა უარი, - აღნიშნულ ინფორმაციას დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი ავრცელებს. მათივე ცნობით, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული უარი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც გამორიცხავს ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტების სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას. შესაბამისად, დღეისათვის არ არსებობს რაიმე ნორმა, რომელიც კრძალავს აღნიშნული გადაწყვეტილების სრული სახით გადმოცემას“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ამასთანავე, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების უარი კიდევ უფრო აბსურდულია იმის ფონზე, როდესაც ხელისუფლება მომეტებული საჯარო ინტერესის მოტივით თავისი ინიციატივით ასაჯაროებს პატიმარ სააკაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. „მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება იცოდეს თუ რისთვის იქნა მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი. შესაბამისად, იმედი გვაქვს სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენი გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით», - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)