|
2021-11-16 12:34:06, 1421 ნახვა
სამართალი
ადვოკატი – რეჟიმს ეშინია სააკაშვილის სასამართლოში მიყვანა, მაშინ როცა მთავარი მესიჯი მისი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგენა იყო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა ნახოს, რა პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში და ამიტომაც არ შეუშვეს მის მოსანახულებლად. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც სიამოვნებს რუსეთს. „საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც სიამოვნებს რუსეთს. საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით ცდილობს დაუპირისპირდეს საქართველოს პროდასავლურ კურსს. გარდა ამისა ადამიანების არ დაშვება მიხეილ სააკაშვილთან, მათ შორის, უკრაინის სახალხო დამცველის, ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას არ სურს უკრაინის სახალხო დამცველმა და ევროპარლამენტარებმა ნახონ, რა პირობებში და რა მდგომარეობაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, რეჟიმს მიხეილ სააკაშვილის ეშინია. „სახელმწიფოს - რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავარი მესიჯი 9 წლის განმავლობაში სწორედ ის იყო, რომ სააკაშვილი უნდა წარმსდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხდა საძაგლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)